მედია: ირანი მზადაა, აშშ-ის ბირთვული პროგრამის შესახებ წინადადება უარყოს

ირანი აშშ-ს შეთავაზებულ ბირთვულ შეთანხმებაზე უარის თქმას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი”, ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით ანონიმურად ავრცელებს.

“ირანი უარყოფით პასუხს ამზადებს აშშ-ს წინადადებაზე, რაც შემოთავაზებაზე უარს ნიშნავს” – ამბობს ირანის მომლაპარაკებელ დელეგაციასთან დაახლოებული ანონიმური წყარო.

ახალი ბირთვული შეთანხმების შესახებ აშშ-ის წინადადება, ირანს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდ ბადრ ალბუსაიდიმ წარუდგინა, რომელიც ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა თეირანში და თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებისთვის შუამავლის როლს ახორციელებდა.

როგორც მედია წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის ხუთი შეხვედრის შემდეგ უთანხმოება კვლავ არსებობს.

თეირანი აცხადებს, რომ მას მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული ტექნოლოგიების დაუფლება სურს და დიდი ხანია უარყოფს დასავლეთის ქვეყნების ბრალდებებს, რომ ის ბირთვული იარაღის შემუშავებას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები