გიორგი ჩაკვეტაძე: ცა და დედამიწა არის ის მდგომარეობა, რომელიც ციხეებში 2003-2012 წლებში იყო და ის მდგომარეობა, რაც არის დღეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე ისაუბრა.

„კომისიას აქვს დაგეგმილი გასვლითი სხდომა ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც უნდა მოინახულონ ერთადერთი შემორჩენილი საკანი 2003-2012 წლების რეჟიმის შემდეგ. სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ცა და დედამიწა არის ის მდგომარეობა, რომელიც იყო 2003-2012 წლებში ციხეებში და ის მდგომარეობა, რაც არის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, 2012 წლამდე განხორციელებული დარღვევები ასახული იყოს კომისიის დასკვნაში“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები