დავით მათიკაშვილი: „ფარას“ საკანონმდებლო სივრცე ემსახურება იმას, რომ ქვეყანა იყოს დაცული არაგამჭვირვალე წარმომავლობის თანხებისგან, რომელთა მიზნობრიობაც საქართველოში დემოკრატიის ნგრევაა
„ფარას“ საკანონმდებლო სივრცე ემსახურება სწორედ იმას, რომ ქვეყანა იყოს სუვერენული, დაცული არაგამჭვირვალე, საეჭვო წარმომავლობის თანხებისგან, რომელთა მიზნობრიობაც არის არა ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება, არამედ პირიქით, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციების მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას შესაბამისი ზომები მოჰყვება.
„ბუნებრივია, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შეეწინააღმდეგება ძალაში შესულ კანონს და სათანადო წესით არ დარეგისტრირდება, დაექვემდებარება სანქცირებას“, – აცხადებს მათიკაშვილი.