საქართველოს მწერალთა სახლმა ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს მწერალთა სახლში ჯგუფური გამოფენა გაიხსნა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეების მიერ გრაფიკული, ფერწერული და შერეული ტექნიკით შესრულებული ილუსტრაციები ნოდარ დუმბაძის, გიორგი ლეონიძისა და რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებების მიხედვით
გამოფენას დაესწრნენ საპატიო სტუმრები: მარიკა ზედელაშვილი, ლელა რაზიკაშვილი, მარინა ინანიშვილი, მანანა სამნაშვილი და აკაკი ინანიშვილი (რევაზ ინანიშვილის შვილიშვილი).
აი როგორ შეაფასა, გამოფენა აკაკი ინანიშვილმა:
„დღევანდელი განსაკუთრებული დღე მინდა აღვნიშნო და მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას.
ნიჭიერებით სავსე და გამორჩეული ექსპოზიცია მივულოცო ხელოვნების სასწავლებლის ახალგაზრდებს!
ეს იყო უსაზღვრო სიყვარულით შექმნილი საოცარი ილუსტრაციების ექსპოზიცია. აქ იგრძნობოდა პედაგოგების უსაზღვრო ღვაწლი ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით, კომპოზიციების წყობის პროფესიონალური მაგალითები, ფერთა გამის გემოვნებითი სინთეზი და უზადოდ გამოხატული პერსონაჟების ვიზუალიზაციები.
ეს იყო გამოფენა, სადაც ბავშვური წარმოსახვის უნარი სასწაულებრივად ერწყმოდა პედაგოგთა ზუსტ და პროფესიონალურ მითითებებს.
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და შესანიშნავი შედეგი ხელოვნებაზე შეყვარებულ თქვენს შემოქმედებით ჯგუფს. უზარმაზარი პოტენციალი წარმოაჩინა თქვენმა გამოფენამ.
მადლობას გიხდით ჩემი ოჯახის სახელით გაწეული შრომისა და ქართველი მწერლების შემოქმედების დაფასებისთვის. მწერალთა სახლი დღეს მასპინძლობდა ქართული ხელოვნების მომავალს”!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები