ეროვნული არქივის კინოთეატრში ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა.

პატარა მაყურებელმა ნახა მულტიპლიკაციური ფილმები: „კაცი და ლომი” (რეჟისორი გაბრიელ ლავრელაშვილი, 1969), „ყურშა გაყოყოჩდა” (რეჟისორი გაბრიელ ლავრელაშვილი, 1984), „უძლიერესი” (რეჟისორი ამირან ისიანი, 1996), „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ” (რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე, 1977), „ბრაკონიერის ფათერაკები” (რეჟისორი გივი კასრაძე, 1974).

პროგრამაში წარმოდგენილი ანიმაციური ფილმების რესტავრაცია საქართველოს ეროვნულ არქივში ბოლო წლებში განხორციელდა. ისინი დაცულია ეროვნული არქივში, კინოსტუდია „ქართული ფილმისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივებში.

უკვე ტრადიციად ქცეული ჩვენებები მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ქართული ანიმაციური მემკვიდრეობის გაცნობასა და მაღალი ხარისხით ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები