ამერიკის პრეზიდენტი – ჩინეთმა სრულიად დაარღვია ჩვენთან დადებული შეთანხმება

ორი კვირის წინ ჩინეთი სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხეში იყო! ჩემს მიერ დაწესებულმა ძალიან მაღალმა ტარიფებმა, პრაქტიკულად, ჩინეთისთვის ვაჭრობა შეერთებული შტატების ბაზარზე, რომელიც, უდავოდ, მსოფლიოში პირველი ადგილია, შეუძლებელი გახადა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ტარიფები ჩინეთისთვის დამანგრეველი იყო.

“ბევრი ქარხანა დაიხურა და, რბილად რომ ვთქვათ, „სამოქალაქო არეულობა“ მოხდა. ვხედავდი, რა ხდებოდა და ეს არ მომეწონა. მე სწრაფად დავდე შეთანხმება ჩინეთთან, რათა გადამერჩინა ისინი იმ სიტუაციიდან. ამ შეთანხმების წყალობით, ყველაფერი სწრაფად დასტაბილურდა და ჩინეთი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ყველა ბედნიერი იყო! ეს კარგი ამბავია!!! ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩინეთმა სრულიად დაარღვია ჩვენთან დადებული შეთანხმება”,- დაწერა ამერიკის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები