თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი -Toradze International Music Festival ჩატარდება

საქართველოს კულტურის სამინისტროს და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, 4-18 ივნისს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი -Toradze International Music Festival ჩატარდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი ეძღვნება ქართველ კომპოზიტორ დავით თორაძეს და მის შვილს, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს – ალექსანდრე (ლექსო) თორაძეს.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა, მონაწილეები და შემოქმედებითი კონცეფცია საზოგადოებას თორაძის ფონდის დამფუძნებელმა ნინო თორაძემ, ფესტივალის დირექტორმა ნინა ყიფიანმა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ედიშერ სავიცკიმ და ფონდ  „ქართული გალობის” დამფუძნებელმა ნანა გოთუამ გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი გიორგი მირცხულავა.
„ეს ფესტივალი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებამ გააერთიანოს საზოგადოება და გააძლიეროს ჩვენი კულტურული იდენტობა“, – განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
ფესტივალი მოიცავს მრავალფეროვან კონცერტებს თბილისსა და რეგიონებში. მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო, ასევე, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამებს.
ფესტივალის დღეებში მუსიკის მოყვარულებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა, დაესწრონ განსხვავებულ საღამოებს და მოუსმინონ საუკეთესო მუსიკოსებს.
7 ივნისი -19.30 – კონსერვატორიის დიდი დარბაზი
🔷 პრემიერა: „კალეიდოსკოპი“ — გოგი ჩლაიძე (ვარიაციები ძველ ქართულ მოტივებზე)
🔷 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, დირიჟორი: მირიან ხუხუნაიშვილი
🔷 სოლისტი: ვახტანგ კოდანაშვილი
10 ივნისი, 19:30 – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
🔷 საოპერო გალა კონცერტი
🔷შემსრულებლებუ: ლუდოვიკ ტეზიერი (ბარიტონი), რეიჩელ უილის სორენსენი (სოპრანო), ანალიზა სტროპა (მეცო სოპრანო), ფრანჩესკო დემურო (ტენორი), გიორგი ანდღულაძე (ბანი)
🔷 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, დირიჟორი: კარლო მონტანარო
13 ივნისი, 20:00 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
🔷 კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო
🔷 შემსრულებლები: ედიშერ სავიცკი (ფორტეპიანო), ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), გიორგი ლომდარიძე (კონტრაბასი), ნოდარ ჟვანია (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), ანსამბლი „ბასიანი“
18 ივნისი, 20:00 | მარჯანიშვილის თეატრი
🔷 საიუბილეო საღამო: „მსუსხავი სილამაზე – ლიანა 100“
🔷ღონისძიება ეძღვნება კინოვარსკვლავ ლიანა ასათიანის 100 წლის იუბილეს.
🔷 ავტორი და წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე (თეატრმცოდნე)
🔷 ორკესტრი და გუნდი – მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
რეგიონული კონცერტები – თორაძის ფონდის სტიპენდიანტები
🔷 14 ივნისი – ამბროლაური – დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლა
🔷 15 ივნისი – ქუთაისი – მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი
🔷16 ივნისი – საჩხერე – დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით.
რეგიონული კონცერტების მიზანია ახალი თაობის მხარდაჭერა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
მონაწილეები: ავთანდილ ვართაგავა, ანა გოგოლაძე, ანდრია ბოლქვაძე, ბექა სიხარულიძე, გიორგი გურგენაძე, გიორგი შიოლაშვილი, დავით ვალიშვილი, ეკატერინე ნიკოლაძე, ილია ლომთათიძე, ირაკლი გოგიბერიძე, ნინო კასრელიშვილი, სოფიო აფხაზავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები