აშშ აცხადებს, რომ ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმებას დაიწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმებას დაიწყებს.

“აშშ ჩინელი სტუდენტების ვიზების გაუქმებას დაიწყებს, მათ შორის იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ კავშირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ან სწავლობენ კრიტიკულ სფეროებში”,- დაწერა რუბიომ.

როგორც “როიტერი” წერს, თუ ეს ნაბიჯი შეერთებულ შტატებში მცხოვრები ასობით ათასი ჩინელი სტუდენტის ფართო ნაწილზე გავრცელდება, შესაძლოა, ამერიკული სკოლების შემოსავლის ძირითადი წყარო და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ნიჭიერი კადრების მოზიდვის მნიშვნელოვანი ნაკადი შეფერხდეს.

მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ მან ვაშინგტონს პროტესტი გამოუცხადა, ხოლო ჩინელმა სტუდენტებმა, რომლებსაც აშშ-ის უნივერსიტეტებიდან შეთავაზებები ჰქონდათ, სასოწარკვეთა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები