საუდის არაბეთის, კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ტრამპს განუცხადეს, რომ ირანზე დარტყმის წინააღმდეგნი არიან
საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ ისინი ირანის ბირთვულ პროგრამაზე სამხედრო დარტყმას ეწინააღმდეგებიან, – ინფორმაციას, მედია საკითხში გარკვეულ სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მათ ასევე უთხრეს ტრამპს, რომ მან ირანთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მუშაობა უნდა გააგრძელოს.
ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, მათი ქვეყნები ირანის სამიზნე გახდებიან.
უცხოური მედიის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ისრაელმა, შესაძლოა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები გაფრთხილების გარეშე განახორციელოს.