ფეზეშქიანი: ირანი ბირთვული იარაღისკენ არ მიისწრაფვის
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ირანის გადაწყვეტილებას, გამოიყენოს ბირთვული ტექნოლოგია მშვიდობიანი მიზნებისთვის.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ბირთვული პროგრამა მიზნად ისახავს მედიცინის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროში სარგებლის მიღებას.
ირანსა და აშშ-ს შორის სამართლიანი შეთანხმების მიღწევის შესახებ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო კანონები სამართლიან და თანასწორ პირობებს წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, ჩაატაროს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული სპეციალიზებული სამეცნიერო კვლევა და გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის.
ფეზეშქიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და შეაჩეროს ისრაელის რეჟიმის მიერ ალყაშემორტყმული ღაზის სექტორში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.