“მე რა, სულელი ვიყავი, რომ ფულს არ ვაკეთებდი საქართველოს ხელისუფლებაში?” – მიხეილ სააკაშვილი

“მე რა, სულელი ვიყავი, რომ ფულს არ ვაკეთებდი საქართველოს ხელისუფლებაში?”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდადებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

” სულელი კი არ ვიყავი, ჩემი მრწამსი იყო და არის, არ შეიძლება საკუთარი, მით უმეტეს. ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება, არ შეიძლება ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, არ შეიძლება ქონების მითვისება, ტყეების, მიწების, ადგილების, ამათ ყველას სულელები ვგონივართ, რომ მე ამას არ ვაკეთებდი. სულელი კი არ ვარ, სწორედ იმიტომ მაქვს ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული საქართველოში და საქართველოს გარეთ მყოფი ქართველების. მინდა, მივმართო საქართველოს გარეთ მყოფ ქართველებს, მოემზადეთ ყველა საქართველოში დასაბრუნებლად, გარდა ამისა, ვინც არ დაბრუნდება, ყველას გექნებათ საარჩევნო ხმა და ელექტრონული კენჭისყრით, გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის ბედს, იმისთვის, რომ საქართველოში აღარასდროს დამყარდეს დიქტატურა და აღარასდროს მოვიდეს კლეპტოკრატიული, სამარცხვინო ხელისუფლება”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები