ჩეხეთი ჩინეთს, კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს

ჩეხეთი ჩინეთს, საგარეო საქმეთა სამინისტროზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. ჩეხეთის საგარეო უწყებაში ჩინეთის ელჩი დაიბარეს,- ამის შესახებ ინფორმაციას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თქმით, თავდასხმების მიზანი ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაციისა და აზიის საკითხებთან დაკავშირებით სხვა დოკუმენტების მოპარვა იყო.

„მე დავიბარე ჩინეთის ელჩი, რათა ჩინურ მხარს გავაგებინო, რომ ამგვარ ქმედებებს ორმხრივი ურთიერთობებისთვის სერიოზული შედეგები აქვს“, – წერს მინისტრი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მავნებლური კიბერკამპანიის შემდეგ, ჩეხეთს ნატო-მ სოლიდარობა გამოუცხადა. ნატო მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთს, თავი შეიკავოს საზიანო კიბერსაქმიანობისგან, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და შეასრულოს საჯარო განცხადებები და საერთაშორისო ვალდებულებები.

ჩეხეთში ჩინეთის საელჩო ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები