დავით შერაზადიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაარსების 107-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას, ბოლნისის მერია ავრცელებს.
„ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ.“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა. შესრულდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.