ევროკავშირმა სირიას ეკონომიკური სანქცია მოუხსნა

ევროპის საბჭომ მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ხსნიან სირიის მიმართ ყველა ეკონომიკურ შემზღუდავ ზომას, გარდა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული ზომებისა.

“ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სწორი გადაწყვეტილებაა ამ ისტორიულ დროს, რათა ევროკავშირმა გულწრფელად დაუჭიროს მხარი სირიის აღდგენას და პოლიტიკურ გარდამავალ პერიოდს, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა სირიელის მისწრაფებებს. ევროკავშირი ბოლო 14 წლის განმავლობაში სირიელი ხალხის გვერდით იდგა და ამას გააგრძელებს. დღეს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას, როგორც გარდამავალი პერიოდის პარტნიორის, რომელიც ეხმარება სირიელ ხალხს გაერთიანებასა და ახალი, ინკლუზიური, მშვიდობიანი სირიის აღდგენაში”,- განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სირიის წინააღმდეგ სანქციების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები