სამეგრელოში სამი მონაზონი სოკოთი მოიწამლა

ხობის დედათა მონასტერში სამი მონაზონი სოკოთი მოიწამლა. მოწამვლის გამო მონაზვნებმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართეს. როგორც “კვირას“ ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა როლანდ ახალაიამ განუცხადა, 2 მონაზონი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, მესამე კი საავადმყოფოში რჩება.
“ჩვენი ინფორმაციით, მონაზვნებმა სოკო თავად მოკრიფეს, მოამზადეს და მიირთვეს. მოგვმართეს ჩივილებით. ამ ეტაპზე 2 მათგანი გავწერეთ, რადგან მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მესამე კი ამ ეტაპზე საავადმყოფოში რჩება“,-განუცხადა “კვირას“ როლანდ ახალაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები