გაეროს წარმომადგენელი განათლების სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს
განათლების სფეროში აუცილებელია შეიქმნას სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებას და უზრუნველყოფს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა მაია ქურციკიძემ გააკეთა.
ქურციკიძის განცხადებით, საქართველოში უნდა შეიქმნას მასწავლებლების პროფესიული დახელოვნების ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლების რეგულარულ შემოწმებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყოფს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.~
„ განათლების სისტემის ქვაკუთხედი მასწავლებლები არიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას მასწავლებლების პროფესიული დახელოვნების ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლების რეგულარულ შემოწმებას, სერტიფიცირებას უზრუნველყოფს და ასევე მოიზიდავს ახალ კადრებს, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. დღეს სისტემა ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვას ხელს არ უწყობს. ძალიან დაბალია ხელფასები, სერტიფიცირების შემდეგ სისტემიდან არაკვალიფიციური პედაგოგების გაშვება არ ხდება. ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი განთლება. ამაში იგულისხმება როგორც მასწავლებლების კვალიფიკაცია, ისე სასწავლო გარემო და სკოლის ინფრასტრუქტურა“,- აღნიშნა მაია ქურციკიძემ.