საჩხერეში ახლადრეაბილიტირებული საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

ქალაქ საჩხერეში ახლადრეაბილიტირებული საკალათბურთო მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტული მოედანი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტულ გუნდებთან ერთად გახსნეს. გაიმართა საჩვენებელი მატჩი, სპორტსმენებს თვითმმართველობის ხელმძღვანელებისგან თასები და ბურთები გადაეცათ.

„სპორტული მოედანი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, დღეიდან სხვადასხვა ტურნირებს უმასპინძლებს.

საკალათბურთო მოედანი კოსტავას ქუჩაზე, ლიბერთი ბანკის მიმდებარედ მდებარეობს და მისით სარგებლობა როგორც კალათბურთელებს, ასევე ამ სპორტით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები