კონსტანტინე ბუზალაძე, გორში ფესტივალის “ხელოვნება საზღვრებს გარეშე” გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და მერის მოადგილე თამაზ შიოშვილთან ერთად ფესტივალის – „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მერიამ „დასი 13“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წარმატება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალის “ხელოვნება საზღვრებს გარეშე” ფარგლებში, თურქეთში, ალანიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, „დასი 13“ წარმატებით წარდგა და გრანპრი მოიპოვა.
ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით იმართება.