„რაც შაშკინმა ვერ გაბედა, თამარ სანიკიძემ გაბედა“
ზოგადი განათლების პროფესიული კავშირების ხელმძღვანელს პროფესიულ სქემასთან დაკავშირებით 12 შენიშვა აქვს,- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადი განათლების პროფესიული კავშირების ხელმძღვანელმა ეკა ჩერქეზიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკუბში ისაუბრა.
„განათლების სამინისტრო, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის 61-ე მუხლით ითხოვს, მასწავლებლისთვის სტატუსის ჩამორთმევა სწორედ მას შეეძლოს. არადა, ადმინისტრაციულ ორგანოს, თუ ის დამსაქმებელი არ არის, უფლება არ აქვს, ვინმეს პროფესიული უფლება ჩამოართვას. ყველა სკოლაში დამსაქმებლად ითვლება დირექტორი და შესაბამისად, მმისი უფლებაა უფლებაა გაათავისუფლოს პედაგოგი, თუ შინაგანაწესით გაწერილ ნორმებს დაარღვევს. მასწავლებელი კი ცდილობს, შეცდომები გამოასწოროს და საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელოს პროფესიული მოღვაწეობა, თუმცა, სამინისტროს კანონპროექტი მასწავლებლისთვის მასწავლებლობის სამუდამოდ ჩამორთმევას ითხოვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი განწირულია“ – აღნიშნა ჩერქეზიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
ჩერქეზიშვილს შენიშვნები აქვს ამავე კანონში დირექტორებისთვის დირექტორობის უფლების ჩამორთმევის შესახებ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც. ცვლილებების თანახმად, მინისტრს საშუალება აქვს დირექტორს სკოლის ხელმძღვანელობის უფლება 3 წლის ვადით ჩამოართვას. ჩერქეზიშვილთვის ბუნდოვანი და არაარგუმენტირებულია თუ როგორ და რა კრიტერიუმით განისაზღვრა დირექტორობის უფლების ჩამორთმევის ვადა.
ზოგადი განათლების პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი კანონში შესატან ცვლილებებთან ერთად განათლების მინისტრს თამარ სანიკიძესაც აკრიტიკებს. მისი თქმით, ხშირად სანიკიძე სკოლების სამეთვალყურეო საბჭოების გვერდის ავლით,პირდაპირ ნიშნავს სკოლის დირექტორებს. „ შაშკინმა მინისტრობის დროს გამოსცა ინდივიდუალური აქტი იმის შესახებ, რომ სამინისტროს დისკრეციული უფლება ჰქონდა, თუ სამეურვეო საბჭო არ აირჩევდა მათ მიერ წარგზავნილ კანდიდატს, ამ შემთხვევაში სამინისტროს დაენიშნა სკოლისთვის დირექტორი. მისი მინისტრობის დროს სამ- სამი კანდიდატი იგზავნებოდა სკოლებში, და თუ არცერთს არ დაამტკიცებდნენ, ამ შემთხვევაში ნიშნავდა მას შაშკინი, თუმცა არა დირექტორად, არამედ დირექტორის მოვალეობის შემრულებლად . შაშკინმაც კი ვერ გაბედა ამ კანონის სრულყოფილად ამოქმედება. ახალმა ხელისუფლებამ სასწრაფო წესით აითვისა შაშკინის ეს ბრძანება. რიგ შემთხვევბში სკოლებში გაიგზავნა დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი და უნდოდათ თუ არა, მათ ის ერთი კანდიდატი უნდა აერჩიათ. სადაც მოხდა ისე, რომ ის კანდიდატი არ აირჩიეს. ზუსტად მესამე დღეს მინისტრ თამარ სანიკიძის ბრძანებით დაინიშნენ სწორედ ის დაწუნებული კანდიდატები სკოლის დირექტორებად. ასეთი ფაქტი ბევრ სკოლაში, მაგალითად 102-ე და 53-ე საჯარო სკოლებში მოხდა“, – აღნიშნა ეკა ჩერქეზიშვილმა.