ჩინეთი ტაივანზე მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობას აუმჯობესებს – მედია
ტაივანისა და აშშ-ის ოფიციალური პირების და ექსპერტების ცნობით, ჩინეთმა ტაივანზე მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობა დაჩქარებული ტემპის საჰაერო ოპერაციების, ახალი საარტილერიო სისტემების და მზადყოფნაში მყოფი თავდასხმის დანაყოფების გამოყენებით გაზარდა,- ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ტაივანის ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჩინეთის საჰაერო ძალები და სარაკეტო დანაყოფები, რომლებიც ტაივანის შეჭრაში მონაწილეობას შეძლებდნენ, იმ დონემდე გაუმჯობესდნენ, რომ მათ მშვიდობიანი დროიდან საომარ ოპერაციებზე გადასვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ სამხედრო გემების ყოფნა ტაივანის სანაპიროსთან ნიშნავს, რომ ჩინეთმა შეიძლება საჰაერო და საზღვაო შეტევა გაფრთხილების გარეშე დაიწყოს.
„ჩინეთს ტაივანის სანაპიროსთან მუდმივად ჰყავს 10 ხომალდი. მას ბლოკადის მოწყობა სულ რამდენიმე საათში შეუძლია“, – განაცხადეს პენტაგონში.