“26 მაისი გახლავთ საერთო, სახალხოდ დღესასწაული, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და ის ჩატარდება ღირსეულად” – დავით მათიკაშვილი
“26 მაისი გახლავთ, საერთო სახალხოდ დღესასწაული, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და ის ჩატარდება ღირსეულად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
“ჩამოდიან ევრო-პარლამენტარები, გამორჩეულები ანტი ქართული განცხადებებით. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმის, რომ ეს მცირე, ერთი მუჭა ჯგუფი რადიკალების და კონკრეტული გლობალური “დიფ სთეითის” წარმომადგენლების, ევრო ბიუროკრატია ერთად მოქმედებენ, ეს არის ერთი მთლიანი მოცემულობა, რომელთაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არ სურთ”, – ამბობს მათიკაშვილი.