გურამ მაჭარაშვილი: სიმბოლურია ის, რომ 2011 წლის 26 მაისსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარბია ხალხი, ზოგი მოკლა, ზოგი დაჭრა, ზოგი ციხეში აწამა და ა.შ; ახლაც თავისი განშტოებებით ისევ ემუქრებიან საზოგადოებას

“მსხვერპლზე შეცდომით არ საუბრობენ, ეს მათი მიზანმიმართული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რადგან სხვა სახის მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციის მზადებაზე საუბრისას განუცხადა.

„სიმბოლურია ის, რომ 2011 წლის 26 მაისსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარბია ხალხი, ზოგი მოკლა, ზოგი დაჭრა, ზოგი ციხეში აწამა და ა.შ. ახლაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით ისევ ემუქრება საზოგადოებას, არა ხელისუფლებაში მყოფი, მაგრამ მაინც, მსხვერპლით, ძალადობრივი აქციებით და ა.შ. ეს არის მათი ბუნება და სიმბოლო. ისინი ვერ იტანენ ვერც საქართველოს დამოუკიდებლობას, ვერც ქართულ ღირებულებას და ვერც იმ პრაქტიკულ სუვერენიტეტს, რომელიც ბოლო ორი- სამი წელია მოვიპოვეთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები