ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს WTO-ში გაწევრიანების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს WTO-ში გაწევრიანების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მრავალფეროვანი შთამბეჭდავი პროგრამა წარმოადგინა ფოლკლორის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი“, ხოლო ქართულმა სიმებიანმა კვარტეტმა შეასრულა, ქართული კლასიკური ნაწარმოებები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, WTO-ს გენერალურმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ და გაეროსა და ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა
რევაზ ლომინაძემ.
გამომსვლელებმა ისაუბრეს როგორც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს WTO-ში გაწევრიანების საიუბილეო თარიღზე და საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და შვეიცარიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები.