დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო ვაუჩერებს მიიღებს
დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით, თბილისის მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო ვაუჩერებს ისევ მიიღებს. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ჯერ არ არის დაზუსტებული სოციალური დახმარების ამ მიმართულებაზე გამოყოფილი ბიუჯეტის მოცულობა, თუმცა მერიის სოციალური სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილის განცხადებით, წლევანდელი ვაუჩერები გაუმჯობესებული იქნება.
“ეს პროგრამა უკეთესი ადმინისტრაციული ღონისძიებებით გაგრძელდება. კომუნალური ვაუჩერები მოქალაქეებს სოციალური საჭიროების მიხედვით დაურიგდებათ”, – აცხადებს ჩივიაშვილი.
ვაუჩერების გაცემა ნოემბერსა და დეკემბერში იგეგმება.