“რაც დრო გადის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან აღიარებებს ვისმენთ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო. ამ აღიარებებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რა რაოდენობის ხმები მიიღო.
„ამის მიუხედავად გაყალბებაზე საუბრობენ, რაც მათი მოქმედების სტილია. იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ და ამიტომ, არეულობით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. იმასაც ხვდებიან, რომ შანსი არც ამ მიმართულებით არ აქვთ. რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური“, – განაცხადა კახიანმა.