გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში მწერალთა და მოღვაწეთა მემორიალური ნივთები გამოიფინა

მუზეუმების საერთაშორისო დღეს, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში მწერალთა და მოღვაწეთა მემორიალური ნივთები გამოიფინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის დაარსებიდან – 1931 წლიდან დღემდე, მუზეუმის ფონდებში დაცული ალექსანდრე და ნინო ჭავჭავაძეების, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მანანა ორბელიანის, დიმიტრი ყიფიანის, ალექსანდრე ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის, რაფიელ ერისთავის, ნიკო ნიკოლაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ფიროსმანაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვლადიმერ მაიაკოვსკის და სხვათა საოჯახო რელიკვიები, ავეჯი, ტანსაცმელი, იარაღი, მუსიკალური საკრავები, ფოტოები, მხატვრული პორტრეტები, ხელნაწერები და დოკუმენტები.
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრო.
გამოფენა დამთვალიერებელს 18 ივნისამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები