ლევან მაჭავარიანი: დრო არის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაკავშირებით დაიწყოს საუბარი

,,დრო არის იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე საქართველოსთან დაკავშირებით დაიწყოს საუბარი, ვინაიდან ეს ჩვენი ხალხისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზადაა ახალი ნიშნულიდან დაიწყოს აშშ-სთან ურთიერთობა.

„ჩვენი მხრიდან ყველა პლატფორმაზე გაკეთდა განცხადება, ბატონმა კობახიძემ საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჩვენ აბსოლუტურ მზადყოფნას გამოთქვათ ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მეტიც, ჩვენ მზად ვართ, რომ ახალი ნიშნული დაიწყოს ეს ყველაფერი, ახალი გზამკვლევის მიხედვით მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები