ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტზე 2 სატვირთო მანქანა დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სატვირთო მანქანებით, უკანონოდ მოპოვებული წიდლისა და წიფელის ჯიშის 13 კბ.მ ხე-ტყის ტრანსპორტირება ხდებოდა.
უკანონო ქმედებით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა სულ 1250 ლარი შეადგინა. აღნიშნული კანონდარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები