მსჯავრდებულს უკანა ტანში მობილურები აღმოაჩნდა
მსჯავრდებულს უკანა ტანში სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს, აღნიშნულის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“მსჯავრდებულ ვ.ბ.-ს N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მიღებისას, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერებისა და შემდეგ, რენტგენოლოგიური კვლევისას, უკანა ტანში პრეზერვატივებში შეფუთული სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს”, – აცხადებენ.