„ნენად ლალოვიჩს არასაკმარისი ინფორმაცია აქვს, ამიტომაც ის მხარს უჭერს ლუკა კურტანიძეს”

მსოფლიო გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელის ნენად ლალოვიჩის მიერ ლუკა კურტანიძის მიმართ მხარდამჭერი განცხადების გაკეთების ფაქტს, საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოჭიდავე რამაზ ნოზაძე გამოეხმაურა.
ნოზაძის განცხადებით, ლალოვიჩი სრულ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რის გამოც მოხდა ის, რომ მან სრული მხარდაჭერა ლუკა კურტანიძეს აღუთქვა.
„ლალოვიჩმა არ იცის ყველა ის წვრილმანი, რაც ფედერაციის შიგნით ხდება და არ აქვს ინფორმაცია ჩვენი პრობლემების შესახებ, ამიტომაცაა, რომ მან სწორედ ლუკა კურტანიძეს აღუთქვა მხარდაჭერა“,- განაცხადა რამაზ ნოზაძემ. ნოზაძის თქმით, მოჭიდავეებს ლალოვიჩთან შეხვედრა არ ჰქონიათ და არც მომავალში გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები