პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 65 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 65 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ღონისძიება ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით იმართება.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
„ბატონი ტარიელი ჩემი მასწავლებელი იყო. მისი ხელმძღვანელობითა და მითითებებით არაერთი ერთობლივი პროექტი განგვიხორციელებია. მისი იდეები და საქმეები დღესაც ცოცხალია. ის არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი პოლიტიკოსი. მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ მისადმი მიძღვნილ კონფერენციას“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.
კონფერენციაში ყოველწლიურად საქართველოს ყველა რეგიონალური უნივერსიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები