მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მეცხრე გაფართოებული სხდომა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“ მეცხრე შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს.
სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეების რეინტეგრაციის ხელშეწყობის ვალდებულება საქართველოს ნაკისრი აქვს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით. 2015 წლიდან, პირველად, ქვეყნის ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება თანხა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტების განსახორციელებლად.
„სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფი“, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ხელმძღვანელობს, 6 სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შეიქმნა. ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მუშაობას დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები