საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ქვემო ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა
“საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, ქვემო ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა,”- ამის შესახებ ინფორმაციას, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა ყოფილ გუბერნატორს, გიორგი დოხტურიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა კოორდინაციის აუცილებლობასა და სახელმწიფო რწმუნებულის როლზე რეგიონში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრის პროცესში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დღეს დანიშნა.