“საინტერესოა, ინგრედიენტების თვიდან თვემდე გაძვირება და გაიაფება პურის ფასზე როგორ მოქმედებს” – “ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია” პურის ინდექსის გამოთვლის ინიციატივით გამოდის

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია” პურის ინდექსის გამოთვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

“წლების განმავლობაში ლაპარაკი მიმდინარეობს იმაზე, თუ რის გამო ძვირდება ფქვილი და პური. პურის გაძვირება მარტო ფქვილზე არ არის დამოკიდებული. მასში ფქვილთან ერთად სხვა ინგრედიენტებიც შედის, მაგალითად, საფუარი, ზეთი, მარილი. აქედან გამომდინარე, საინტერესოა ამ პროდუქტების თვიდან თვემდე გაძვირება და გაიაფება პურის ფასზე როგორ მოქმედებს, რათა ამ კითხვებს ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს, საზოგადოებამ და სპეციალისტებმა იციან, რის გამო ძვირდება, ან იაფდება პური. მაგალითისთვის: ხაჭაპურის ინდექსი ქვეყნდება ხოლმე. იქაც არის ინგრედიენტები: ფქვილი, ყველი, კარაქი, საფუარი. არ მგონია, რომ პურის ინდექსში შემავალი პროდუქცია უფრო ნაკლებად საინტერესო იყოს, ვიდრე მაგალითად ხაჭაპურის ინდექსი. აქ კიდევ ერთ რაღაცას გავუსვამ ხაზს – ხაჭაპურის ინდექსი ფქვილის ფასის ცვალებადობასთან მიმართებით სწორ ინფორმაციას არ გვაძლევს, იქედან გამომდინარე, რომ ხაჭაპურის ინდექსში გამოყენებულია უმაღლესი კატეგორიის ფქვილი, ხოლო პურის ინდექსში პირველი ხარისხის ფქვილი.”- განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები