ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცნობილი გერმანელი მეცნიერის კურტ მელჰორნის საჯარო ლექცია ჩატარდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), გაიმართა ცნობილი გერმანელი კომპიუტერული მეცნიერის კურტ მელჰორნის საჯარო ლექცია თემაზე: „გასაყოფი და გაუყოფადი საქონლის სამართლიანი განაწილება”.

პროფესორი მელჰორნი არის, მაქს პლანკის კომპიუტერული მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი და მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი ალგორითმების ინჟინერიის სფეროში.

შეხვედრა გახსნა KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უნივერსიტეტის განვითარებისთვის.

საჯარო ლექციას KIU-ს სტუდენტებთან ერთად დაესწრნენ ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები და ასევე, KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები.

ლექციაზე პროფესორმა მელჰორნმა წარმოადგინა უახლესი თეორიული მიღწევები და ალგორითმები, რომლებიც ეხება რესურსების სამართლიან განაწილებას ე.წ. “შურის გარეშეობის” (EFX) პრინციპის ფარგლებში.

მან პრაქტიკული მაგალითების საშუალებით აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გაუყოფადი ნივთების — მაგალითად, სახლებისა და მანქანების — სამართლიანად განაწილება სხვადასხვა პირს შორის, რაც თანამედროვე ეკონომიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

აღნიშნული საჯარო ლექცია KIU-ს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ნაწილია, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მსოფლიოში აღიარებული მეცნიერებისგან მიიღონ ცოდნა და გამოცდილება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები