დავით ქართველიშვილი: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს “megobrebma” – მათი ყოველი მომდევნო “აქტი” ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა – ხიბლი, ამპარტავნობა და სასოწარკვეთილება – იკითხება ჯო ვილსონის “აქტში”

,,აზრი არა აქვს, ეს ბრძოლა წაგებული გაქვთ, თანაც დიდი ხნის წინ. რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს “megobrebma” – მათი ყოველი მომდევნო “აქტი” ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა. ხიბლი, ამპარტავნობა და სასოწარკვეთილება – იკითხება ჯო ვილსონის “აქტში”, როგორც გაკვირვებული გოლიათისა, პატარა მამაცი დავითის წინაშე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ორ კვირაში ტრამპს კიდევ ერთხელ მიეცემა “ყირგიზებსა” და ქართველებს შორის, “დიფ სთეითსა” და მის “დამარცხებას” შორის გასაკეთებელი არჩევანი, ოღონდ – ეს მისი გასაკეთებელი არჩევანი იქნება და მის მიერ ჩასაბარებელი ტესტი.

„აზრი არა აქვს, ეს ბრძოლა წაგებული გაქვთ, თანაც დიდი ხნის წინ. რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს “megobrebma” – მათი ყოველი მომდევნო “აქტი” ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა. ხიბლი, ამპარტავნობა და სასოწარკვეთილება – იკითხება ჯო ვილსონის “აქტში”, როგორც გაკვირვებული გოლიათისა, პატარა მამაცი დავითის წინაშე.
როდესაც პირველად გავიგე ტრამპის გადაწყვეტილებაზე – ყირგიზეთს 1 ივნისიდან სავიზო რეჟიმი გაუუქმოს, ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზით დავინტერესდი. ბევრი ვიცინე: “აშშ-ში (განსაკუთრებით ჩიკაგოში) ყირგიზების დიასპორის ამერიკის ცხოვრებაში მზარდი წვლილის შეტანის გამო”. კვლავ გამახსენდა ამერიკის საერთაშორისო მისიებში ჩვენი ათობით დაღუპული და ასობით დასახიჩრებული, გამახსენდა ამერიკასთან ჩვენი წლობით განუხორციელებელი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები – და ვუპასუხე საკუთარ თავს: “ყირგიზებს ებარებოდეთ!”.
ორ კვირაში ტრამპს კიდევ ერთხელ მიეცემა “ყირგიზებსა” და ქართველებს შორის, “დიფ სთეითსა” და მის “დამარცხებას” შორის გასაკეთებელი არჩევანი. ოღონდ – ეს მისი გასაკეთებელი არჩევანი იქნება და მის მიერ ჩასაბარებელი ტესტი. ჩვენთვის – არაფერი იცვლება. ჩვენმა წმინდა გიორგიმ დიდი ხანია განგმირა ბოროტება, ხოლო საქართველოს – ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები