,,სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლა”, – ამის შესახებ მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის უფრო გაძლიერებისთვის, უფრო მეტად დამკვიდრებისთვის.
„მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.
სამწუხარო ფაქტია მაგრამ რეალობას წარმოადგენს, რომ 2005 წელს მაშინდელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, მოხდა საბაკალავრო სასწავლო პროცესიდან ქართული ენის ამოღება. ის სავალდებულო წესით ისწავლებოდა ყველა სპეციალობის ქართულენოვან სექტორზე და მოხდა მისი ამოღება. ეს იყო ქართული ენის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი. ეს არ იყო ერთადერთი ნაბიჯი. ამას გარდა მაშინ გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია, პარლამენტში აღარ შეიქმნა ქვეკომიტეტი, რომელიც სახელმწიფო ენაზე იყო უშუალოდ ორიენტირებული. გაუქმდა ენის პალატა და ბევრი სხვა აქტივობა განხორციელდა. რომელმაც რა თქმა უნდა შეზღუდა, პირდაპირ შეტანილი მიიტანა მიზანმიმართულად ქართული ენის ცნობიერების ამაღლებაზე.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პირველი, რაც გაკეთდა 2013-14 წელს შემუშავებულ იქნა სახელმწიფო ენის კანონპროექტი, რომელიც 2015 წელს კანონის სახით იქნა მიღებული, კანონად იქნა მიღებული და დამტკიცდა. 2019 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, მოხდა იაკობ გოგებაშვილის დედაენის დაბრუნება, როგორც სასწავლო მთავარი სახელმძღვანელოს დაბრუნება სასწავლო პროცესში ზოგადად საგანმანათლებლო სკოლებში და ახლა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობით, რომლის ინიციატორებიც იყვნენ მეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და წამყვანი ენათმეცნიერები, რომ ქართული ენის სწავლება გავაძლიეროთ, გავაფართოოთ უმაღლეს სასწავლებლებში.
ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის უფრო გაძლიერებისთვის, უფრო მეტად დამკვიდრებისთვის. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები ეროვნულ უმცირესობებში. განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა კვლევებით, რომ 93% უკვე კარგად ქართულ სახელმწიფო ენას თუმცა ამას სჭირდება უფრო მეტი გაძლიერება. მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ერისთვის, საკუთარი სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს სრული მზაობა და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ეს საკითხი მიღებულ იქნას და მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.