სულხან თამაზაშვილმა პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნას პატივი მიაგო
დღეს გამოჩენილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ზურაბ გორგილაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და პოეტის ოჯახის წევრებთან ერთად, მის ხსოვნას პატივი მიაგო.
პიარსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს პოეტის შემოქმედება, საზოგადოებრივი ღვაწლი და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ზურაბ გორგილაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, მემედ აბაშიძის სახელობისა და სხვა არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.