4 მაისი ნიკო ცეცხლაძის დაბადების დღეა
დღეს ნიკო ცეცხლაძის დაბადების დღეა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს.
„სტილური მრავალფეროვნებითა და განსხვავებულ მასალათა კომბინაციებით მხატვარი გამოგონილ, ფანტასტიკურ სამყაროს ქმნის – უცნაური პერსონაჟებითა და ზღაპრისეული სცენებით. ხელოვანი თავის ნამუშევრებში მიზნად ისახავს რეალური გარემოს ჯადოსნურად გარდასახვით მნახველში უჩვეულო შეგრძნებები გამოიწვიოს. ნიკო ცეცხლაძე იყო ახალგაზრდა ნეოავანგარდისტ მხატვართა ჯგუფ „მეათე სართულის“ წევრი. ის ავტორია რამდენიმე მწვავე სოციალური აქციისა და პერფორმანსის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.