სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს და ბათუმში გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.

“მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს კულტურულ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო მიმართულებებს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები