გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ფლავსა და ფლავისმანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
„გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ფლავსა და ფლავისმანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა,”- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორივე სოფელში მიმდინარე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების ღირებულება 1400 000 ლარამდეა. გზის სიგრძე 2000 მეტრზე მეტია. პროექტები ტრანსპორტის სავალი ნაწილის, მიერთებების, ეზოში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას ითვალისწინებს.