კანადის არჩევნებში გამარჯვებული პრემიერი – შეერთებულ შტატებთან ძველი ურთიერთობა დასრულებულია 

კანადის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნია.

ამასთან, კანადური მედია წერს, რომ პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კანადასა და აშშ-ს შორის ძველი ურთიერთობა დასრულებულია.

კარნიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც კანადა შეერთებული შტატების 51-ე შტატი უნდა გახდეს და თქვა, რომ ტრამპი კანადას არასდროს არ დაეუფლება.

„ჩვენი ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, დასრულდა. შეერთებულ შტატებზე ორიენტირებული ღია გლობალური სავაჭრო სისტემა, რომელსაც კანადა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეყრდნობოდა, დასრულდა. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენი ახალი რეალობაა“, – განაცხადა მარკ კარნიმ.

სიტყვით გამოსვლისას კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ტრამპთან დისკუსიას გამართავს, ეს იქნება “ორ სუვერენულ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობის განსახილველად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები