ოჯახური ძალადობა კახეთში – ქმარმა ცოლი სცემა
კახეთში ოჯახური ძალადობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. გურჯაანში მცხოვრები 30 წლის ქალი ქმარმა სცემა.მეუღლის მიერ ცემის შედეგად მიყენებული ჭრილობებითა და სისხლჩაქცევებით დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, მას პირველად დახმარება აღმოუჩინეს. ქალბატონს ამჯერად სახლში მკურნალობენ. მისი ახლობლები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოჯახური ძალადობის მუხლით აღიძრა.