უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას.
ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთზე წნეხი არასაკმარისად ხორციელდება.
„მე ვერ ვხედავ რუსეთზე ძლიერ წნეხს და ახალ სანქციებს, ჩვენ ამის იმედი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ წნეხის გაძლიერების შემთხვევაში ჩვენ პოზიციების დაახლოებას შევძლებთ. ის, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ტერორისტებთან, რომლებმაც ჩვენს მიწაზე ეს საშინელება მოაწყვეს – უკვე დიდი კომპრომისია. აზრი არ აქვს რაიმე წითელ ხაზებზე საუბარს ცეცხლის სრულ შეწყვეტამდე. აშშ-ის წინადადების შემდეგ გამოჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი უკვე პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე დევს. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას, არ შეიძლება, იყოს არცერთ შეთანხმებაში. ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არის ჩვენი გადარჩენა. ამ საკითხში ჩვენი პოზიცია პირდაპირი და გამჭვირვალეა“, – აცხადებს ზელენსკი.