დავით ჩიხელიძე: ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი და გამართული შეხვედრების შედეგები, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და პერსპექტივას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ხელოვნურად შექმნილი წინაღობების გამო შეუძლებელი იყო
ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს მიმართ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის რიტორიკა და დამოკიდებულება შეცვლილია, რადგან საქართველოს და აშშ-ს პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია, რაც მომავალში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას აჩენს.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტები გვარწმუნებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის არაერთი მცდელობისა, საერთაშორისო დონეზე მოახდინოს საქართველოს მთავრობის და ზოგადად სახელმწიფოს დისკრედიტაცია, საქართველო წინსვლას განაგრძობს, ქვეყანას აქვს პარტნიორთა ნდობა და ერთგულება, რაც მომავალი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია.
„აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები გრძელდება, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები იქნა განხილული, ბოლო წლებში საქართველოს ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და საიმედოობას უსვამს ხაზს.
შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს მიმართ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის რიტორიკა და დამოკიდებულება შეცვლილია, რადგან საქართველოს და აშშ-ს პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია, რაც მომავალში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას აჩენს. ასევე წარმატებული შეხვედრები გაიმართა აშშ-ს კომერციის და სახაზინო დეპარტამენტში. ვიცე პრემიერის გარდა შეხვედრები გამართეს ფინანსთა მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მნიშვნელოვანია ნათია თურნავას და ლაშა ხუციშვილის საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკთან და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეისთა შეხვედრა, რომლის დროსაც სავალუტო ფონდის დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში ეწვევა საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს იმ მიღწევებს რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.
აღნიშნული ვიზიტები გვარწმუნებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის არაერთი მცდელობისა, საერთაშორისო დონეზე მოახდინოს საქართველოს მთავრობის და ზოგადად სახელმწიფოს დისკრედიტაცია, საქართველო წინსვლას განაგრძობს, ჩვენს ქვეყანას აქვს პარტნიორთა ნდობა და ერთგულება, რაც მომავალი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია, ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი და გამართული შეხვედრების შედეგები, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და პერსპექტივას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ხელოვნურად შექმნილი წინაღობების გამო შეუძლებელი იყო“, – წერს დავით ჩიხელიძე.