ებოლას ვირუსი თუ როტაციის ვადის ამოწურვა – რატომ ტოვებენ ქართველი სამხედროები აფრიკას

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას ქართული კონტიგენტი დეკემბრის ბოლოს დატოვებს. ქართული სამშვიდობო ასეულის აფრიკიდან გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება გენერალურმა შტაბმა უკვე მიიღო. გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიად თავდაცვის სამინისტრო როტაციის ვადის ამოწურვას ასახელებს.
სამხედრო ანალიტიკოსები კი ებოლას ვირუსის საფრტხეზე საუბრობენ. ცენტრალური აფრიკა რისკის შემცველ ქვეყნებს შორისაა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.
„ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთი ასეული მონაწილეობას იღებდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში. აღნიშნული მისია დასრულდება დეკემბრის ბოლოს, შემდგომი როტაცია დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები