ეროვნული ბანკი: 2025 წლის I კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა და $826.0 მილიონი შეადგინა

2025 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან – 19.8 % და საუდის არაბეთიდან – 12.3%. ამავდროულად სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში, 2025 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5%-ით განისაზღვრა და 103.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები – 2025 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

აზერბაიჯანი 48.6

ბელარუსი 15.9

თურქეთი 107.1

ირანი 27.2

ისრაელი 114.2

რუსეთი 141.8

საუდის არაბეთი 8.7

სომხეთი 28.2

უკრაინა 33.7

ევროკავშირი 103.2

დანარჩენი ქვეყნები 197.4

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები