ვაშლოვანის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ,  1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანში, მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

,,1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ისე კახეთიდან ჩამოსული სტუმარი.

ტრაგედიის ადგილი, ასევე, ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და დაღუპულთა ახლობლებმა.

2022 წელს, სტიქიური უბედურების ადგილას მოეწყო სკვერი და გაკეთდა მემორიალური დაფა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები