ირაკლი ქადაგიშვილი: მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს – ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება

მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატი შსს-ს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადებას გამოეხმაურა.

„ეს არის ძალიან დროული კანონმდებლობა. მთელს მსოფლიოში არის ძალიან არასტაბილური ვითარება. ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხეც ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები