მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას
საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, სამუშაო შეხვედრის გამართვას.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერკავკასიის სამ ქვეყანას შორის მუშაობა კვლავ გაგრძელდება. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობაა მხარეებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.
„[სამმხრივი შეხვედრა] კარგი შესაძლებლობაა განვიხილოთ საკითხები რაც შეეხება ჩვენს რეგიონს. საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში, რაც პირველად ხდება და შევძელით, რომ სამუშაო ფორმატში გვემსჯელა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ კვლავ გაგრძელდება მუშაობა სამივე ქვეყანას შორის აღნიშნულ ფორმატში“ , – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.